ქართული რესტორნების ინგლისური მარგალიტები
რამდენიმე დღის წინ წყნეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში
ჩემს უცხოელ მეგობრებთან ერთად ვიყავი. ხშირად გვისაუბრია მენიუში ქართული დასახელების
ინგლისურ
ნათარგმნზე, ხშირად გვიცინია მაგრამ უფრო ხშირად დავბნეულვარ, ან უხერხულობისაგან შემრცხვენია.
მაგალითად: შემწვარი ძროხის ენა - fried cow language, საჭმელების სახელები ბრჭყალებში
და გაოცებული სახეები: რომელ გრამატიკულ წესს ექვემდებარება საკუთარი სახელის ბრჭყალებში
მოთავსება?
თუმცა წყნეთურმა მენიუმ ისე გაგვართო და განწყობა აგვიმაღლა,
არ შემიძლია არ დავწერო ამის შესახებ;
მაგალითად თუ გაგისინჯავთ ყავისფერი რქიანი გომბეშოს
ინგლისური ვარიანტი: Brown Horny Toad?
( Horny - აღგზნებულს ნიშნავს,
მაგრამ როგორ ჩანს მენიუს შემდგნელმა კარგად იცის რომ არსებით სახელს თუ
y-ს მივამატებთ ბოლოში, ზედსართავი უნდა მივიღოთ. ასე რომ ლოგიკურად horn-რქა, horny-რქიანი უნდა იყოს.
ან კიდევ; smoke salmon - მოწიე ორაგული; ნაცვლად
smoked salmon-შებოლილი ორაგულისა.
ხაჭაპური “იმერულად“
( ბრჭყალები“) – khachapuri imeretion
– ნაცვლად- Imeruli Khachapuri
ცოცხალი (იგულისხმება კალმახი) – alive trout, ნაცვლად
- fresh trout-ისა
(ცოცხლად ჭამთო? )
Cocktail with ice-cream ნაცვლად ice-cream cocktail (იფიქრებ კოქტეილს მომართმევენ და ნაყინი მოყვება ცალკე დესერტადო)
Cocktail with ice-cream ნაცვლად ice-cream cocktail (იფიქრებ კოქტეილს მომართმევენ და ნაყინი მოყვება ცალკე დესერტადო)
დანარჩენს მერე დავამატებ J
No comments:
Post a Comment