Sunday, May 28, 2017

ქართული რესტორნების ინგლისური მარგალიტები 2

Horny Toad, Fried Cow language და Smoke Salmon-ზე რომ მოგიყევით ალბათ გახსოვთ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღესაც ასე გამხიარულებულმა დავტოვეთ ერთ-ერთი კარგად ცნობილი რესტორანი. მენიუ არ გამომატანეს, სამაგიეროდ, მოვახერხე მალულად გადამეღო სურათები.

რა მივირთვათ ქართველებმა და რა მივართვათ უცხოელებს?

აი ესეც საარაკო ჩამონათვალი:

სოკოს ოსტრი - Ostrich ( სოკოს ოსტრი - სირაქლემა, ან სირაქლემა სოკოთი? სირაქლემას ოსტრი? ისე, გაგისინჯავთ სადმე სირაქლემა?

ოსტრი - Ostrich - მხოლოდ სირაქლემა, უსოკოდ, უყველაფროდ, მოკლედ, აქაც სირაქლემა

მჭადი - Cornmeal Flat Cake - სიმინდის ფაფისგან გაკეთებული ბრტყელი ნამცხვარი

ჭვიშტარი -  იგივე - სიმინდის ფაფისგან გაკეტებული ბრტყელი ნამცვხარი ყველით

ლობიანი - Bean Cake - ლობიოს ნამცხვარი

ორცხობილას ნივრიანი ჩხირები - Crusty Sticks With Garlic - ნაცვლად, Crusty Bread Sticks - ისა ( იფიქრებ, ნივრიანი ხე უნდა ჭამო, ხრაშუნა ხე )

ხინკალი დეკეულის - Khinkali Heifer -  მართალია, heifer დეკეულს ნიშნავს, მაგრამ არა დეკეულის ხორცს. იფიქრებ, ცოცხალ ძროხას მოგიყვანენ ხინკლით

ცომეული - Flour Products - ფქვილ- პროდუქტი, ნაცვლად, - pastries, pastry
ფხალის ასორტი - Assort of Spinach - ნაცვლად,  Assorted Greens (ისპანახის ასორტი თუ ფხალის ასორტი? )

ქათმის ღვიძლი კეცზე - Hen Entrails - გამოწლილი ქათამი, ქათმის ნაწლავები, ნაცვლად, Chicken liver -სი.








No comments:

Post a Comment